Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოჭადრაკე ქალებმა მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვეს


საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა ჩემპიონის წოდება მოიპოვა ჩინეთის ქალაქ ჩენდუში დღეს დამთავრებულ მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე. ბოლო, მეცხრე ტურში საქართველოს მოჭადრაკეებმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს მასპინძელი ქვეყნის, ჩინეთის ნაკრები (2,5:1,5) და 25 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. ამდენივე ქულა მოაგროვა რუსეთის გუნდმა, მაგრამ საქართველოს ნაკრებს უკეთესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა ე.წ. „ზონებორნ-ბერგერის“ სისტემით, რომელსაც მაშინ მიმართავენ ხოლმე, როცა ორ ან მეტ გუნდს ქულათა თანაბარი რაოდენობა დაუგროვდება. 22 ქულით მესამე ადგილზე გავიდა ჩინეთის გუნდი. საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე. ჩემპიონი გუნდის კაპიტანი იყო დავით ჯოჯუა.

XS
SM
MD
LG