Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს ბაიკერთა კლუბის წევრები არ შეუშვეს პოლონეთში


რუს ბაიკერთა კლუბ „ღამის მგლების“ ლიდერმა, ალექსანდრ ზალდოსტანოვმა გააკრიტიკა პოლონეთის მთავრობა იმისთვის, რომ კლუბის წევრები ამ ქვეყანაში არ შეუშვეს. დღეს ბელორუსიის ქალაქ ბრესტში ზალდოსტანოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონელმა მესაზღვრეებმა ათი რუსი მოტოციკლისტი ბელორუსიაში გააბრუნეს. ამ გადაწყვეტილებას ზალდოსტანოვმა „იაფფასიანი ცირკი“ უწოდა. მისი თქმით, ბაიკერები მაინც გამონახავენ გზას, ევროპელ ვეტერანებს მიაწოდონ მეორე მსოფლიო ომის რუსი ვეტერანების გზავნილი. ზალდოსტანოვმა არ ისურვა თავისი გეგმის გამხელა. 25 აპრილს 20-მდე ბაიკერი გაემართა მოსკოვიდან ბერლინისკენ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 70-ე წლისთავისა და საბჭოთა არმიის მიერ აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლების აღსანიშნავად.

XS
SM
MD
LG