Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მტკვრის დონე რამდენიმე დღით დაიწევს


"ენერგო-პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომთბილისში მტკვრის დონე რამდენიმე დღით დაიწევს ზაჰესისა და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე მიმდინარე გეგმური სამუშაოების გამო.კომპანიის განცხადებით, „მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებში დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა-გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით. ის შეთანხმებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან“. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღე.

XS
SM
MD
LG