Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზარიფი: ბირთვული შეთანხმების დათქმული ვადა უწმინდესი არ არის


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა თქვა, რომ 30 აპრილს თეირანი მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან ერთად ნიუ-იორკში გააგრძელებს მუშაობას ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ხელშეკრულებაზე. მისი თქმით, მხარეებს წარმოადგენენ ირანის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. ზარიფმა ეს განაცხადა დღეს ნიუ-იორკში, სადაც ის ესწრებოდა ატომური იარაღის გაუვრცელებლობის 1970 წლის ხელშეკრულებისადმი მიძღვნილ კონფერენციას. მან თქვა, რომ თეირანს სურს თავის ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმებას ვადამდე, ანუ 30 ივნისამდე, მიაღწიოს, მაგრამ დასძინა, რომ არანაირი ვადა უწმინდესი არ არის.

XS
SM
MD
LG