Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატმანდუში ნანგრევებიდან ამოიყვანეს ცოცხლად გადარჩენილი ბიჭი


დღეს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში მაშველებმა ტინეიჯერი ბიჭი ამოიყვანეს 25 აპრილის მიწისძვრით გამოწვეული ნანგრევებიდან. ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია გადარჩენილის ვინაობასა და ასაკზე. პოლიციის პრესმდივანმა, კამალ სინგ ბამმა ფრანს პრესის სააგენტოს უთხრა, რომ სასტუმრო „ჰილტონ გესტჰაუსის“ ნანგრევებიდან 15 წლის ბიჭი იქნა ამოყვანილი. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს ცნობით კი გადარჩენილია 18 წლის პემბა ტამანგი. სხვა მედიასაშუალებები ბიჭს პემა ლამად მოიხსენიებენ. როგორც აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს წარმომადგენელმა, ენდრიუ ოლვერამ თქვა, ბიჭი არ იყო ღრმად ჩამარხული, მაგრამ მოყოლილი იყო შენობის ორ ჩანგრეულ სართულს შორის. ნეპალის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5500-ს აჭარბებს. ნეპალის მთავრობის ინფორმაციით, დაშავებულია 11 440-მდე ადამიანი.

XS
SM
MD
LG