Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას


საპარლამენტო უმცირესობა მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ერთი კვირით გადადოს პარლამენტისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენა და გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა ითხოვა. „საზოგადოებაში არსებობს სერიოზული მოთხოვნა და დაკვეთა, რომ ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს, ვინაიდან არსებულმა მართვის სტილმა, არაფორმალურმა ხელმძღვანელობამ, მთავრობის უნიათობამ და წარმოდგენილმა კაბინეტმა საქართველო და თითოეული ოჯახი შეიყვანა ღრმა ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკური კრიზისში“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, მთავრობა ცდილობს, ამ ცვლილებებს თავი აარიდოს. ბაქრაძის თქმით, საპარლამენტო უმცირესობა ელის, რომ პრეზიდენტი გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, რათა ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანამ რეალური ცვლილებები მიიღოს და მზად არის ამ პროცესში მონაწილეობისთვის. ნაციონალურ მოძრაობას მიაჩნია, რომ გამოსავალი იქნება ტექნიკური მთავრობის ფორმირება, რომელიც მის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებას და საარჩევნო რეფორმას დაიწყებს და ამ გზით მიიყვანს საქართველოს მომავალ არჩევნებამდე.

XS
SM
MD
LG