Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის მომხრე ბაიკერებმა ვენაში მონუმენტი შეამკეს


რუსული ნაციონალისტური ჯგუფის, ბაიკერების კლუბის წევრებმა ვენაში გვირგვინით შეამკეს მონუმენტი, რომელიც პატივს მიაგებს ვენის ნაცისტებისგან გამათავისუფლებელ რუს ჯარისკაცებს. კრემლის მომხრე ჯგუფის, ღამის მგლების წევრები მოტოციკლეტებით მოგზაურობენ იმ მიზნით, რომ პატივი მიაგონ მეორე მსოფლიო ომში რუსეთის და მისი მოკავშირეების მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხების 70-ე წლისთავს. მოგზაურობა მოსკოვიდან დაიწყო და 9 მაისს ბერლინში უნდა დასრულდეს. ევროკავშირის ზოგიერთი ოფიციალური პირი მათ გეგმებს კრიტიკულად აფასებს. პოლონეთმა ბაიკერები ქვეყანაში არ შეუშვა, რამაც აირეკლა ვარშავასა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობები რუსეთის მიერ უკრაინის კონფლიქტში შესრულებული როლის გამო. პოლიციის შეფასებით, ვენაში 2 მაისს 500-მდე მაყურებელი შეიკრიბა, მათ შორის რუსეთის ელჩი, სერგეი ნეჩაევი. ელჩმა ავსტრიის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ცერემონია შესაძლებელი გახადა. ღამის მგლები მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელსაც მათთან ერთად უსეირნია მოტოციკლეტით. ჯგუფმა ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირებას უკრაინისგან.

XS
SM
MD
LG