Accessibility links

logo-print

პუტინის მხარდამჭერი ბაიკერები გერმანიაში ჩავიდნენ


გერმანელი სამართალდამცავების განცხადებით, რუსული ნაციონალისტური ჯგუფის, ბაიკერების კლუბ „ღამის მგლების“ წევრები გერმანიის ტერიტორიაზე შევიდნენ. მათი მიზანია 9 მაისს ბერლინში ჩასვლა და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70 წლისთავის აღნიშვნა. ბავარიის პოლიციის განცხადებით, 3 მაისს, შუადღისას ჯგუფი გერმანიაში ავსტრიიდან შევიდა. აქციაში მონაწილეთა ზუსტ რაოდენობას გერმანიის პოლიცია ვერ ასახელებს. კრემლის მხარდამჭერი ჯგუფის „ღამის მგლების“ წევრები აღნიშნავენ ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების გამარჯვების 70-ე წლისთავს. ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა „ღამის მგლების“ გეგმა. პოლონეთმა კი კლუბის წევრებს ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა, რითაც გამოხატა უკმაყოფილება უკრაინის კონფლიქტში რუსეთის როლის მიმართ. გერმანიის მთავრობამ ვიზების გაცემაზე უარი უთხრა არაერთ პირს, რომელიც „ღამის მგლების“ ლიდერებად ჩათვალა. პუტინის მხარდამჭერი ბაიკერების ჯგუფის წევრებმა გერმანიის საზღვარი 3 მაისს ქალაქ ბად რაიხენჰალთან გადაკვეთეს. ჯგუფის წევრმა ალექსანდრ შაპოვალოვმა რუსულ რადიოსადგურს უთხრა, რომ 4 მაისს დაგეგმილი აქვთ ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკ დახაუს მონახულება.

XS
SM
MD
LG