Accessibility links

logo-print

კომოროვსკი: „შეუძლებელია თანამშრომლობა იმ პირობებით, რომლებსაც რუსეთი გვკარნახობს“


„შეუძლებელია თანამშრომლობა იმ პირობებით, რომლებსაც რუსეთი გვკარნახობს და გულისხმობს აგრესიის მოთმენას“, - პოლონეთის რადიოს ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ივანოვის საპასუხოდ, რომლის თქმით, მოსკოვი მზადაა ითანამშრომლოს დასავლელ პარტნიორებთან, პირველ რიგში მსოფლიოში უსაფრთხოების მხარდაჭერის სფეროში. კომოროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი რუსეთის მიერ ყირიმის აგრესიას კვლავაც უკანონოდ მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG