Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დედობის ინდექსის მიხედვით საქართველო 86-ე ადგილზეა


მსოფლიოში დედობისთვის საუკეთესო ქვეყანა ნორვეგიაა, - ამის შესახებ ანგარიშს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი აქვეყნებს. კვლევა 179 ქვეყანაში ჩატარდა და საქართველო 86-ე ადგილზეა. რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს უსწრებენ რუსეთი, რომელიც 56-ე ადგილზეა, ასევე თურქეთი 65-ე ადგილით და უკრაინა 69-ე ადგილით. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი 90-ე ადგილზეა, სომხეთი კი - 103-ე ადგილზე.კვლევა რამდენიმე ინდიკატორზე დაყრდნობით ჩატარდა, კერძოდ დედათა ჯანმრთელობა, განათლება, შემოსავლის დონე და ქალის სტატუსი. საუკეთესო ათეულში ევროპის ქვეყნები შევიდნენ. მათ შორის, ნორვეგიის გარდა, ფინეთი, ისლანდია, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, შვედეთი, ესპანეთი და ბელგია. ათეულში მოხვდა ავსტრალიაც. ბოლო ათეულში კი - სუბ-საჰარული აფრიკული რეგიონის ქვეყნები - ჩადი, კოტ-დივუარი, გამბია, ნიგერი, მალი, კონგო, სომალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.

XS
SM
MD
LG