Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინიდან მორიგი ბრძოლების შესახებ იუწყებიან


უკრაინის სამხედრო წარმომადგენლებმა 6 მაისს განაცხადეს, რომ ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა განვლილი დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის შედეგად. სამხედრო პრესმდივნის ინფორმაციით, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა 40-ზე მეტჯერ დაარღვიეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამასობაში, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ უკრაინის მთავრობის ტანკებმა და არტილერიამ ათობით სროლა განახორციელა განვლილი დღეს-ღამის განმავლობაში. თავის მხრივ, სეპარატისტები უკრაინის ჯარებს ადანაშაულებენ თებერვალში მიღწეული შეთანხმების დარღვევაში. სეპარატისტების ინფორმაციით, საარტილერიო ცეცხლმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზსადენი დააზიანა, ამას გარდა ჭურვები მოხვდა დონეცკის აეროპორტსა და რამდენიმე დასახლებაში მდებარე შენობებს.

XS
SM
MD
LG