Accessibility links

logo-print

აშშ-მა ჯილდოები დააწესა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერების შესაპყრობად


აშშ-მა 20 მილიონამდე დოლარის ჯილდოები დააწესა ინფორმაციისათვის, რომელსაც მოჰყვება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი ლიდერის შეპყრობა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 5 მაისს გავრცელებული ცნობით, იმ პირებს შორის, რომელთა შესახებ ინფორმაციაც მილიონობით დოლარით ანაზღაურდება, არის საქართველოს მოქალაქე, პანკისელი თარხან ბათირაშვილიც. მის შესაპყრობად დაწესებული ჯილდო დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. ბათირაშვილი, რომელსაც უმარ ალ-შიშანის უწოდებენ, ექსტრემისტების საველე მეთაურია ჩრდილოეთ სირიაში.

XS
SM
MD
LG