Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ერაყში მოკლეს „ისლამური სახელმწიფოს“ რანგით მეორე მეთაური


ერაყის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნისჩრდილოეთში, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო შეტევის შედეგად მოკლეს ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ რანგით მეორე მეთაური. სამინისტროს პრესმდივანმა, ტაჰსინ იბრაჰიმმა 13 მაისს განაცხადა, რომ ექსტრემისტი აბდულ რაჰმან მუსტაფა მუჰამედი, რომელსაც აბუ ალა ალ-აფრის სახელითაც იცნობდნენ, იმყოფებოდა ქალაქ ტალ-აფარში მდებარე მეჩეთში, რომელიც მიზანში ამოიღეს. იბრაჰიმის თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური იქ შეხვედრას მართავდა ათობით ექსტრემისტთან, რომლებიც ასევე დაიხოცნენ თავდასხმის შედეგად.

XS
SM
MD
LG