Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბინ ლადენის თანამებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს


დღეს ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ოსამა ბინ ლადენის ყოფილ თანამებრძოლს, ხალედ ალ-ფავაზს, რომელსაც ბრალად ედებოდა 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოების დაბომბვა. საელჩოებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 224 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის ათობით მოქალაქე. მისი ადვოკატები ირწმუნებოდნენ, რომ თავად ალ-ფავაზს არ შეუსრულებია მნიშვნელოვანი როლი დაბომბვებში, მაგრამ პროკურატურა ალ-ფავაზს ალ-ყაიდის ლიდერად მიიჩნევს. 2012 წელს დიდმა ბრიტანეთმა საუდის არაბეთში დაბადებული ალ-ფავაზის ექსტრადაცია მოახდინა.

XS
SM
MD
LG