Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: სავიზო ლიბერალიზაცის მოლოდინი არ შეგვიქმნია


საქართველო რიგის სამიტზე სავიზო ლიბერალიზაციას არასდროს ელოდა და მთავრობას ეს მოლოდინი არ შეუქმნია, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისი თქმით, სავიზო ლიბერალიზაცია არ გადადებულა, რადგან არც არასდროს ყოფილა მოლოდინი, რომ რიგის სამიტზე ეს საკითხი გადაწყდებოდა. „შეიძლება გვქონდეს რეალისტური მოლოდინი იმისა, რომ ყველაზე გვიან გაისად ევროკავშირის ქვეყნებმა თქვან, რომ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირს მათი საზღვრების გახსნა. ეს ჯერ მოგებული თამაში არ არის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

XS
SM
MD
LG