Accessibility links

ნატოს გენერალური მდივანი დღეს შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს ბრიუსელში შეხვდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე იმსჯელებენ ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე და აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის შესაწყვეტად თებერვალში მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების დაცვის აუცილებლობაზე. რუსეთის წყაროები ადასტურებენ, რომ ლავროვი აპირებს სტოლტენბერგთან შეხვედრას. ლავროვი ბრიუსელშია ჩასული ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ნატოსთან მოსკოვის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის მარტში რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ალიანსი მოსკოვს ადანაშაულებს აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერაში.

XS
SM
MD
LG