Accessibility links

„ამნესტი ინტერნეშნლი“ აკრიტიკებს უკრაინის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს


უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეშნლი“ უკრაინის კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ადგილი აქვს ტყვეების წამებასა და მკვლელობას. ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც 36-გვერდიან ანგარიშს მოიცავს და მასში შესულია მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოპოვებული ინფორმაცია: სამხედრო ტყვეებს ძვლების დამტვრევამდე სცემენ, აწამებენ ელექტროშოკის მეშვეობით, აყენებენ ჭრილობებს ცივი იარაღით, ასევე უარს ეუბნებიან სამედიცინო დახმარებაზე. ანგარიში დაფუძნებულია სამხედროების მონათხრობზე. „ამნესტი ინტერნეშნლი“ ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს ტყვედ აჰყავს რიგითი მოქალაქეები „სასტიკად აწამებენ“ და მათ და მათი ოჯახის წევრებს ფულს სძალავენ.

XS
SM
MD
LG