Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგოზინი: "ტანკებს ვიზები არ სჭირდებათ"


რუსეთის ვიცე-პრემიერის, დმიტრი როგოზინის თქმით, დასავლეთი უსაფუძვლოდ არის შეშფოთებული მოსკოვის გააქტიურებით არქტიკაში. როგოზინმა, რომელიც რუსეთის სამხედრო მრეწველობას კურირებს, გუშინ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა: „არაერთხელ მიხუმრია ამაზე... მერე რა, რომ ვიზებს არ მოგვცემენ, სანქციების სიაში შეგვიყვანენ... ტანკებს ვიზები არ სჭირდებათ!“ რუსეთმა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მანევრები ჩაატარა არქტიკის რეგიონში. ნატოში რუსეთის ყოფილი წარმომადგენელი აშშ-სა და ევროკავშირის სანქციათა სიაში შედის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო. შარშან მის თვითმფრინავს უფლება არ მისცეს, ევროკავშირის წევრ რუმინეთის თავზე გადაფრენილიყო, რაზეც როგოზინმა განაცხადა, შემდეგში აქაურობას "ტუ-160-ით" გადავუფრინო. "ტუ-160" რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენია.

XS
SM
MD
LG