Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ


მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებითა და კონცერტებით აღინიშნება დამოუკიდებლობის დღე. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სახალხო მსვლელობის დაწყებამდე, 200 მდე სამხედრო მოსამსახურემ საზეიმოდ დადო ერთგულების ფიცი, შემდეგ მოეწყო მცირე საავიაციო შოუ. ჯარისკაცებს და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კი დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში იქ მყოფ ქართველ სამხედროებთან ერთად აღნიშნა.

XS
SM
MD
LG