Accessibility links

სეპარატისტთა ლიდერს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ქალაქები


უკრაინაში სეპარატისტთა ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო, პირობას დებს, რომ აიღებს იმ ქალაქებს, რომლებსაც ამჟამად უკრაინის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. დღეს, დონეცკში გამოსვლისას, მან დასძინა, რომ სეპარატისტები დაიბრუნებენ სლავიანსკს, კოსტანტინოვკასა და კრასნოარმეისკს. „როცა დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკური გზით ამ ქალაქების დაბრუნება შეუძლებელია, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ტერიტორიები გავათავისუფლოთ“, განაცხადა ზახარჩენკომ, რომელიც თავს "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად" მოიხსენიებს.

XS
SM
MD
LG