Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხუთი თალიბი მოკლეს პოლიციაზე შტურმის მცდელობისას


ავღანეთში ხუთი თალიბი ექსტრემისტი მოკლეს ბრძოლაში, რომელიც მოჰყვა პოლიციის ობიექტზე შტურმის მცდელობას. აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში ეს ინციდენტი დაიწყო პოლიციის შენობების კომპლექსის შესასვლელში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქების შედეგად დაიჭრა ცხრა პოლიციელი. ნანგარჰარის პროვინციის პოლიციის უფროსის, ფაზალ აჰმად შირზადის ცნობით, მისმა ოფიცრებმა მოკლეს ოთხი და დააკავეს ერთი თავდამსხმელი, ხელთ იგდეს მათი იარაღი. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, რომელიც 31 მაისს, შუაღამემდე ცოტა ადრე დაიწყო და 3,5 საათი გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG