Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ყოფილი კანცლერი ნაწლავების ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში


გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ კოლი, ნაწლავების ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფება. გამოცემა შპიგელის ცნობით, 85 წლის კოლი ჰაიდელბერგის კლინიკაში იმყოფება. კოლის ოფისის ცნობით, მას თეძოს ოპერაცია მაისში ჩაუტარდა და ახლა, კიდევ ერთი ოპერაცია დაჭირდა. ამავე ცნობით, ყოფილი კანცლერის მგომარეობა კარგია გარემოების შესაბამისად. კოლი გერმანიის კანცლერი იყო 1982-დან 1998 წლამდე. მისი მმართველობის პერიოდში დაეცა ბერლინის კედელი და შემოღებულ იქნა საერთო ევროპული ვალუტა -ევრო.

XS
SM
MD
LG