Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ ქვეყნებს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს წევრ 75 ქვეყანას, რომლებმაც 3 ივნისს მხარი დაუჭირეს საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. შარშან რეზულუციას ხმა მისცა 69 სახელმწიფომ. „საქართველო ამ რეზოლუციას ყოველ წელს წარადგენს და ქართული დიპლომატიის ამოცანაა უზრუნველყოს მხარდამჭერი ქვეყნების შენარჩუნება და მომხრეთა რაოდენობის გაზრდა, რაც წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. მისი ინფორმაციით, რეზოლუციას წელს პირველად დაუჭირეს მხარი თურქეთმა, გაიანამ, პანამამ, გვატემალამ და ტრინიდადი და ტობაგომ. თამარ ბერუჩაშვილის თქმით, რუსეთის წარმომადგენლებმა ტრადიციულად სცადეს საკითხის პოლიტიზება, თუმცა ამ ფონზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთის და კანადის წარმომადგენელთა განცხადებები. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და განსაკუთრებით - გაეროში ქვეყნის მისიას.

XS
SM
MD
LG