Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 10 დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის შედეგად. უკრაინის სამხედრო წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, რუსეთის მომხრე სეპარატისტების განსაკუთრებით ინტენსიური იერიში იყო მიმართული დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე რაიონისაკენ. საკუთრივ დონეცკს სეპარატისტები აკონტროლებენ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ მძიმე იარაღის გამოყენებაში. ეს იარაღი აკრძალულია ოთხი თვის წინ მინსკში მიღწეული შეთანხმებით. ეუთოს სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენელმა 5 ივნისს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღეებში მკვეთრად გაუარესდა ვითარება უსაფრთხოების მხრივ და ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი სამოქალაქო პირებისათვის საფრთხის შექმნაში.

XS
SM
MD
LG