Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში შეტაკებები მოხდა „დიდი შვიდეულის“ სამიტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე


გერმანიაში რამდენიმე ადამიანი დაშავდა პოლიციელებსა და „დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების შედეგად. რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა სამხრეთ გერმანიის ქალაქ გარმიშ-პარტენკირხენში, უმეტესწილად, მშვიდობიან აქციაზე, რომლის ზოგმა მონაწილემ ბოთლების სროლა დაუწყო პოლიციელებს. დაშავებულებს შორის პოლიციელებიც არიან. დემონსტრანტები ანტიკაპიტალისტური ლოზუნგებით გამოდიან და აკრიტიკებენ ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების გეგმას. „დიდი შვიდეულის“ სამიტი 7 ივნისს იწყება სასტუმრო „ელმაუს სასახლეში“, რომელიც ავსტრიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. „დიდ შვიდეულში“ შედიან გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა და შეერთებული შტატები. ჯგუფიდან, რომელსაც გასულ წლებში „დიდ რვიანს“ უწოდებდნენ, შარშან გააძევეს რუსეთი, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო. სამხრეთ გერმანიაში 22 000-მდე პოლიციელია თავმოყრილი სამიტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

XS
SM
MD
LG