Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი შვიდიანის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შენარჩუნდება რუსეთის სანქციები


დიდი შვიდიანის - ანუ ეკონომიკის თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდი წამყვანი ქვეყნის - ლიდერები თანხმდებიან, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ აღმოსავლეთ უკრაინაში სრულად ამოქმედდება საზავო შეთანხმება. ამის შესახებ განცხადებით გამოვიდა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი - მას შემდეგ, რაც მან ბავარიის ალპებში გამართა შეხვედრა ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის და აშშ-ის ლიდერებთან. „თუ საჭიროება გაჩნდება, სანქციების გამკაცრებაც შეგვიძლიაო“ - განაცხადა მერკელმა. უკრაინის კრიზისის გარდა, დიდი შვიდიანის სამიტის მთავარი განსახილველი თემებია ტერორიზმი და კლიმატის ცვლილებები.

XS
SM
MD
LG