Accessibility links

logo-print

პაკისტანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა 12 სავარაუდო ექსტრემისტი


პაკისტანელი სამხედროების ცნობით, მათი საჰაერო იერიშის შედეგად 12 სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა ჩრდილოდასავლეთში მდებარე ხიბერის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ამ წყაროს ცნობით, საჰაერო დარტყმები 9 ივნისს განხორციელდა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც, სამხედროების განცხადებით, 19 ექსტრემისტი და შვიდი ჯარისკაცი დაიღუპნენ ჩრდილოეთ ვაზირისტანში შეტაკების შედეგად. პაკისტანის სამხედრო ძალებმა შარშან ივნისში წამოიწყეს ექსტრემისტების წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩრდილოეთ ვაზირისტანში და ასეთივე ოპერაციას ატარებენ ხიბერშიც. ამ რეგიონებში, უმეტესწილად, არ უშვებენ ჟურნალისტებს, რის გამოც ძნელია დაღუპულების რაოდენობისა და ვინაობის შემოწმება დამოუკიდებელი წყაროებისათვის.

XS
SM
MD
LG