Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივა უკრაინელ მფრინავ ქალს


რუსეთში სასამართლომ 10 სექტემბრამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა უკრაინელ სამხედრო მფრინავსა და პარლამენტარს, ნადია სავჩენკოს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 10 ივნისს გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. 34 წლის სავჩენკო რუსეთის ციხეში იმყოფება 2014 წლის ივლისიდან. ის აცხადებს, რომ უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც რუსეთის მხარდამჭერმა სეპარატისტებმა შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში. მას წაყენებული აქვს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობისა და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებები. სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთს არა აქვს მისი დაკავების უფლება.

XS
SM
MD
LG