Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთმა დაასრულა ვმო-სთან მოლაპარაკებები


ყაზახეთმა 10 ივნისს დაასრულა მოლაპარაკებები „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში“ გაწევრიანების თაობაზე. ეს პროცესი 20 წელიწადს გრძელდებოდა. „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში“ ყაზახეთის გაწევრიანების პაკეტს კენჭს უყრიან 22 ივნისს. „ვულოცავ „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ წევრებს და ყაზახეთის რესპუბლიკას წინ გადადგმულ ნაბიჯს“, - განაცხადა „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ გენერალურმა დირექტორმა რობერტო აზევიედომ - „მოუთმენლად ველი ყაზახეთის მიღებას „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში““. ფინეთის ელჩმა ვესა ჰიმანენმა, რომელიც ყაზახეთთან მოლაპარაკებებში „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის“ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ „ ეს იყო ყველაზე რთული მოლაპარაკებები ორგანიზაციის ისტორიაში“. ფინეთის ელჩის განცხადებით, შეთანხმება კომპლექსური და უნიკალურია იმის გათვალისწინებით, რომ ყაზახეთმა ტარიფების რეგულაციისას უნდა გაითვალისწინოს რუსეთთან და „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ სხვა წევრებთან ვაჭრობის პირობებიც. ყაზახეთის მხრიდან მოლაპარაკებებს უძღვებოდა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ჟანარ აიტჟანოვა.

XS
SM
MD
LG