Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის აღმოსავლეთში დაიღუპა ბატალიონ "აზოვის" ერთი მებრძოლი


ოთხშაბათს საღამოს დაიღუპა ბატალიონ "აზოვის" ერთი მებრძოლი უკრაინის აღმოსავლეთში, შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში, სოფელ შიროკინოში მიმდინარე ბრძოლაში. დაიჭრა ორი სამხედრო. უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შტაბის პრეს-სამსახურის ცნობით, პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები მძიმე შეიარაღებიდან ისროდნენ. მანამდე, ოთხშაბათსვე, არტიომოვოს რაიონის დასახლებულ პუნქტ მაიორსკთან დაიჭრა სამი სამხედრო. ისინი დაგებულ ნაღმზე აფეთქდნენ. სამხედრო ოპერაციის შტაბის მონაცემებით, დასახლებულ პუნქტ პესკისთან, სჩასტიესთან, სოკოლნიკისთან უკრაინის პოზიციებს სულ ცოტა 40-ჯერ დაუშინეს ცეცხლი სატანკო იარაღიდან, ყუმბარმტყორცნებიდამ და ნაღმსატყორცნებიდან. დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა „რია ნოვოსტის“ უთხრეს რომ უკრაინის ძალები ცხრილავდნენ მათ პოზიციებს გორლოვკაში და სტანიცა ლუგანსკაიასთან ახლოს.

XS
SM
MD
LG