Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს რაკეტების მის საზღვრებთან განთავსების შედეგებზე


რუსეთი აცხადებს, რომ „იგი არ ეწევა განსაკუთრებულ სამხედრო საქმიანობას“ და მოუწოდებს ვაშინგტონს, რათა ბოლომდე შეასრულოს „ცივი ომის“ დროინდელი შეიარაღების კონტროლის შეთანხმება. 11 ივნისის განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს ვაშინგტონს, რომ რუსეთის საზღვრის მახლობლად ამერიკული ფრთოსანი რაკეტების განლაგება საბოლოოდ გამოუთხრის ძირს საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულებას. მოსკოვის აღნიშნული განცხადების ფონია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც რუსეთს შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში ადანაშაულებს. რუსეთის ამ ნაბიჯის პასუხად, გავრცელებული ინფორმაციით, თვის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ევროპაში მიწისზედა ბაზირების რაკეტების განლაგების საკითხი განიხილეს.

XS
SM
MD
LG