Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ ნუსრას ფრონტის ექსტრემისტებმა სირიაში 20 კაცი დახოცეს


სირიელი აქტივისტების თანახმად, ალ ყაიდას მოკავშირე ექსტრემისტული დაჯგუფება ალ ნუსრას ფრონტის მებრძოლებმა რელიგიური უმცირესობის დრუზის 20 წევრი დახოცეს. ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, მასობრივ მკვლელობას ადგილი ჰქონდა იდლიბის პროვინციის სოფელ ყალბ ლავზაში. დახოცილთა შორის არიან რელიგიური ჯგუფის უხუცესები და ერთი ბავშვი. ინცინდენტის დროს ერთი ექსტრემისტიც დაიღუპა. დრუზიზმი ისლამის განშტოებაა, რომელსაც ისლამისტი ექსტრემისტები მკრეხელობაში სდებენ ბრალს.

XS
SM
MD
LG