Accessibility links

logo-print

პუტინი: რუსეთი თანამედროვე, ღია და დამოუკიდებელია


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ეგრეთწოდებული, რუსეთის დღის აღნიშვნისას თავისი ქვეყანა შეაქო "დემოკრატიულობისთვის, ღიაობისთვის და დამოუკიდებლობისთვის". პუტინი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში. მან წარადგინა ასევე პრიზები და ჯილდოები, მეცნიერებასა და ტექნიკაში, ლიტერატურასა და ხელოვნებაში, ასევე ჰუმანიტარულ საქმიანობაში მიღწევებისთვის. რუსეთის დღე 12 ივნისს იმართება, 1990 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან დაკავშირებით. პუტინმა თქვა, რომ რუსეთმა ბოლო 25 წელიწადში მნიშვნელოვანი გარღვევას მიაღწია დემოკრატიისკენ და საბაზრო ეკონომიისკენ. მან განაცხადა, შეუძლებელია "ჩვენი ჩამოშორება, მოწყვეტა და იზოლირება მშობლიური ფესვებისაგან და წარმოშობისგან".

XS
SM
MD
LG