Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდება


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვისშტაბის სხდომაზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდება. "სამწუხაროდ, გვყავს დაღუპულები. მე მინდა სამძიმარი გამოვთქვა საქართველოს მთავრობის სახელით. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის. მომზადებულია საქართველოს მთავრობის განკარგულება გლოვის დღის გამოსაცხადებლად - 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად საქართველოში 15 ივნისი გამოცხადდება გლოვის დღედ" - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო შტაბი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების კვლევა და დათვლის პროცესშია სტიქიით გამოწვეული ზარალი. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის წინასწარი შეფასებით, ზარალი 40 მილიონ ლარს უტოლდება. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობას მთავრობა მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს. ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, რომლებმაც, მისი თქმით, "უპრეცედენტო სოლიდარობა" გამოამჟღავნეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოხალისეთა რაოდენობა ამჟამად საკმარისია.

XS
SM
MD
LG