Accessibility links

logo-print

მე-11 კლასელებისთვის პრეტესტი დღეს ტარდება, გამოცდები ხვალიდან დაიწყება


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელ საქართველოში დღეს ტარდება. გამოცდები დაიწყება, 17 ივნისს 09:00 საათიდან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლები იხელმძღვანელებენ იმ განრიგით, რომელიც ჰქონდათ შემუშავებული. გამოცდები მხოლოდ ერთი დღით გადაიწევს, რის გამოც მოხდება სარეზერვო დღის (შაბათის) გამოყენება. სტიქიის შედეგად, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთს - "მომავლის სკოლას" აქვს პრობლემები თუმცა, "მომავლის სკოლის" მე-11 კლასელები პრეტესტს და გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აბარებენ. სამინისტროს შეახსენებს მოსწავლეებს, რომ პრეტესტი არ წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას და არის ნებაყოფლობითი, თუმცა, აცხადებს სამინისტრო, ამ ფორმით ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება უკეთ მოემზადოს დამამთავრებელი გამოცდისთვის და გაიაროს ტესტის აპრობაცია.

XS
SM
MD
LG