Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდა აცხადებს, რომ იემენში მოკლეს მისი „რანგით მეორე“ ლიდერი


ალ-ყაიდის არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი დანაყოფი აცხადებს, რომ მისი მაღალი რანგის ლიდერი ემსხვერპლა აშშ-ის მიერ უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებულ შეტევას. იემენში ალ-ყაიდის მაღალი რანგის წევრი, ხალიდ ბატარფი, ინტერნეტით ავრცელებს განცხადებას, რომ ნასერ ალ-ვუჰაიში საჰაერო შეტევის შედეგად დაიღუპა, ორგანიზაციის კიდევ ორ წევრთან ერთად. განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ უკვე გამართა შეხვედრა და დაღუპული წევრის შემცვლელიც დანიშნა. 15 ივნისს იემენის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ორი წევრი აცხადებდა, რომ ერთ დროს ოსამა ბინ ლადენის ახლო მოკავშირე, ვუჰაიში სამი დღით ადრე, 12 ივნისს მოკლეს ჰადრამუტის რეგიონში. აიმან ალ-ზავაჰირის შემდეგ ვუჰაიში რანგით მეორე იყო ალ-ყაიდის რიგებში. ის ირიცხებოდა აშშ-ის იმ სიაში, რომელშიც აშშ-ში თავდასხმების დაგეგმვისთვის ძებნილი პირები არიან შეყვანილი.

XS
SM
MD
LG