Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყნეთი-ახალდაბის გზაზე მუშაობა განახლდა


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ​წყნეთი-ახალდაბის საგზაო მონაკვეთზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები 17 ივნისს, დილით განახლდა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, უკვე დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც გზა გაივლის. სამინისტროს თანახმად, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდებაო რხიდიანი ავტომობილების გატარება და ახალდაბის მოსახლეობისათვის სასმელი წყლისა და საკვები პროდუქტების დაუბრკოლებლად მიწოდება. სოფელი ახალდაბა გარე სამყაროს წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთზე 13-14 ივნისს ჩამოწოლილმა მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის მეწყერმა მოწყვიტა.

XS
SM
MD
LG