Accessibility links

logo-print

პუტინი არ არის შეშფოთებული აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე შეიარაღების განლაგების გეგმის გამო


მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიმართავს ცივი ომის რიტორიკას, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი არ არის შეშფოთებული აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე შეიარაღების განთავსების გამო. კერძოდ , ის გულისხმობდა აშშ-ის გეგმას, ამ რეგიონში განალაგოს მძიმე შეიარაღება. პუტინმა 16 ივნისს განაცხადა, რომ რეპორტიორებმა არ უნდა გააზვიადონ ის პროპორცია, რომელიც ნატოსგან მომავალ საფრხეს ეხება. ცხადია, თქვა პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შეგდეგ, ჩვენ გავაანალიზებთ ფრთხილად და ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რა მოხდება, მაგრამ არა მგონია, რომ რამის გამო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით შეშფოთებული, თქვა პუტინმა. რუსეთი ლიდერმა, რომელმაც დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია თავის განცხადებით, რომ რუსეთის ბირთვული არსენალი ახალი 40 საკონტინენტშორისო რაკეტით გამდიდრება, ირწმუნება, რომ რუსეთი მხოლოდ თავდაცვისთვის ზრუნავს.

XS
SM
MD
LG