Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქსტატი“: საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით შემცირდა


„საქსტატის“ მონაცემებით, 2015 წლის პირველ ხუთ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიონ 917 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობითვე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 25%-ით, ხოლო იმპორტი 9%-ით ნაკლებია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55% შეადგინა.

XS
SM
MD
LG