Accessibility links

logo-print

ბრიუსელში გაიმართება ევროზონის ლიდერების საგანგებო შეხვედრა საბერძნეთის ვალებზე მოსალაპარაკებლად


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი დღეს ევროზონის ლიდერებს შეხვდება საბერძნეთის ვალებით გამოწვეულ კრიზისზე მოსალაპარაკებლად. ბრიუსელში საგანგებო შეხვედრის დაწყებამდე, ციპრასის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ათენმა კრიზისის მოსაგვარებლად თავისი ინიციატივა 21 ივნისს გააცნო გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, მათთან სატელეფონო კონფერენციის მსვლელობაში. ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში, პიერ მოსკოვისი დღევანდელ სამიტს მიიჩნევს, მისივე თქმით, „სრულიად გადამწყვეტ მომენტად“. საბერძნეთს ივნისის ბოლომდე რჩება დრო უცხოელ კრედიტორებთან შეთანხმების მისაღწევად. მან 1,5 მილიარდი ევრო უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ევროკავშირს, სავალუტო ფონდსა და ევროპის ცენტრალურ ბანკს არ სურთ საბერძნეთისათვის მეტი დახმარების მიწოდება, თუ ათენი არ დაყაბულდება მათ მიერ მოთხოვნილ ეკონომიკურ რეფორმებს.

XS
SM
MD
LG