Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი ჯარისკაცი დაიღუპა


უკრაინელი სამხედროების ცნობით, ორი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მორიგი თავდასხმების შედეგად. სამხედრო პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, დონეცკის გარშემო, პრაქტიკულად, განუწყვეტლივ მიმდინარეობს სამხედრო დაპირისპირება. იქვე ლისენკომ „უკიდურესად დაძაბული“ უწოდა ვითარებას კიევის კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ მარიუპოლთან. მისი ინფორმაციით, მეამბოხეები არტილერიას იყენებენ მთავრობის პოზიციების წინააღმდეგ. ამასობაში, სეპარატისტების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის ჯარებს არ მიუტანიათ მნიშვნელოვანი იერიში მეამბოხეების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს თებერვალში მინსკში ხელმოწერილი საზავო შეთანხმების რეგულარულად დარღვევაში. ბოლო რამდენიმე კვირაში ბრძოლების ინნტენსიურობის მატების გამო, უცხოელი მეთვალყურეები შიშობენ, რომ არსებობს კონფლიქტის მასშტაბური ესკალაციის საფრთხე.

XS
SM
MD
LG