Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დააკავეს 200-ზე მეტი დემონსტრანტი


ერევნის ცენტრში სამშაბათს დილით მჯდომარე აქციის დარბევისას პოლიციამ, წინასწარი ინფორმაციით, 237 პირი დააკავა, მათ შორის - ჟურნალისტები. 7 დემონსტრანტს დასჭირდა სამედიცინო დახმარება, სამი მათგანი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულია აგრეთვე 11 პოლიციელი. საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „არა ძარცვას!“ ერევანში 19 ივნისს დაიწყო. მისმა მონაწილეებმა მჯდომარე აქცია გამოაცხადეს და პრეზიდენტის რეზიდენციასთან მისვლით იმუქრებოდნენ, თუკი ხელისუფლება არ გააუქმებდა გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის შესახებ.

XS
SM
MD
LG