Accessibility links

logo-print

თინათინ ხიდაშელი ბრიუსელში გამართავს შეხვედრებს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დღეს ბრიუსელში ჩავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ნატოს თავდაცვის მინისტერიალში დაშეხვედრებს გამართავს ევროპის პარლამენტში. თინათინ ხიდაშელი დაესწრება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას, რომელშიც "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უცხოელ კოლეგებთან.

XS
SM
MD
LG