Accessibility links

ჯონ კერი ირანისგან მოითხოვს აპრილის შეთანხმების შესრულებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები შეიძლება შეთანხმების გარეშე დასრულდეს, თუკი თეირანი უარს იტყვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე. მომლაპარაკებლები იმედოვნებენ, რომ 30 ივნისისთვის მიაღწევენ ირანთან შეთანხმებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თვლის, რომ ეს არ მოხდება, თუკი ირანი უარს იტყვის აპრილის შეთანხმების შესრულებაზე: „შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ირანელებმა ბოლომდე არ შეასრულონ ის, რაზეც ლოზანაში მოვილაპარაკეთ. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება არ იქნება“, - განაცხადა ჯონ კერიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. კერი 26 ივნისს ვენაში ჩავა და მონაწილეობას მიიღებს ირანთან მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში. მიმდინარე კვირაში ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული კვლევის ხანგრძლივად შეჩერების წინააღმდეგია და რომ ირანი მხოლოდ მის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის შემდეგ მოაწერს ხელს შეთანხმებას. ჯონ კერი თვლის, რომ ხამენეის განცხადებები „შიდაპოლიტიკური მოხმარებისთვის იყო“ და ახალი არ არის.

XS
SM
MD
LG