Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის ცენტრიდან აიღეს ჯიხურები


ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, სუვენირების 10-მდე ჯიხური აიღეს. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა. ჯიხურები, სადაც ძირითადად, სამკაულებსა და სუვენირებს ყიდიან, გარემოვაჭრეებმა თვითნებურად დაამზადეს და ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. ბათუმის მერიამ საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურები რამდენიმე დღის წინ, "ჭაჭის თაუერის" გვერდით დადგა, რასაც საზოგადოებისპროტესტი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG