Accessibility links

სოჭში დაიტბორა 400 საცხოვრებელ სახლზე მეტი


400 საცხოვრებელ სახლზე მეტი დაიტბორა სოჭში მომხდარი წყალდიდობისას, რომელიც ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიის ზონიდან 20 ოჯახია ევაკუირებული. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება, ადლერის რაიონში ნაპოვნია მამაკაცის გვამი. ქალაქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. წყლითაა დაფარული აეროპორტი და რკინიგზის სადგური, რის გამოც მათი მუშაობა შეჩერებულია. ქალაქის ზოგიერთი მკვიდრი წყალდიდობის გამომწვევ მიზეზად 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის წარმოებული მშენებლობისას დაშვებულ შეცდომებს ასახელებს. ძლიერი წვიმა სოჭში 25 ივნისის ღამეს დაიწყო და მთელი დღის მანძილზე გაგრძელდა.

XS
SM
MD
LG