Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის პოლიციის თანახმად, ის ყველა კანონიერ ზომას გამოიყენებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად


ერევანში ელექტროტარიფების გაზრდის წინააღმდეგ მიმართულ მრავალათასიან მანიფესტაციას შეუერთდნენ სამოქალაქო ინიციატივის, „დამფუძნებელი პარლამენტის“ წევრები. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლება თანახმაა ძველ და ახალ ტარიფებს შორის სხვაობა სამთავრობო ფონდებიდან დაფაროს. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი უარს აცხადებს, დატოვოს ბაგრამიანის გამზირი ერევნის ცენტრში. ისინი მოითხოვენ ტარიფების გაზრდაზე საერთოდ უარის თქმას და არა ამ გადაწყვეტილების შეჩერებას. როგორც ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვალერი ოსიპიანმა განაცხადა, თუკი საპროტესტო აქციის მონაწილეები არ დატოვებენ ბაგრამიანის გამზირს, პოლიცია მის ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოიყენებს საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად, დამრღვევნი კი დაისჯებიან.

XS
SM
MD
LG