Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში მიმდინარეობს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების უკანასკნელი ფაზა


ვენაში ირანისა და მსოფლიოს ექვსი სახელმწიფოს დელეგაციებს შორის მიმდინარეობს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების უკანასკნელი ფაზა. აქამდე მიღწეული შეთანხმებების თანახმად, მხარეებმა 30 ივნისამდე უნდა მოამზადონ ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას საერთაშორისო სანქციების შესუსტების სანაცვლოდ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს. მოლაპარაკებების დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. გუშინდლის შემდეგ ეს მათი მესამე შეხვედრაა. როგორც ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა ვენაში ჩასვლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებები რამდენიმე დღით შეიძლება გაგრძელდეს.

XS
SM
MD
LG