Accessibility links

logo-print

უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლი არ წყდება


ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, დონეცკთან საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად არ წყდება. უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სპეცოპერაციის პრეს-მდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ დღეღამის განმავლობაში ბრძოლებში დაიჭრა 11 უკრაინელი სამხედრო. მიმდინარე დაპირისპირებაში მან სეპარატისტები დაადანაშაულა. ლისენკოს განცხადებით, დონეცკის თვითაგმოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მეომრები უკრაინელი სამხედროების პოზიციებს უშენენ ცეცხლს სოფლებთან: პესკი, ოპიტნოე, როიცკოე და ქალაქებთან: ავდეევკა, მარინკა, კრასნოგოროვკა და გორლოვკა. ლისენკომ განაცხადა, რომ სეპარატისტები ისვრიან იმ კალიბრის იარაღიდან, რომლის გამოყენებაც აკრძალულია მინსიკის შეთანხმებებით. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ინფორმაციით, უკრაინის სამთავრობო ძალებმა ერთ დღეღამეში 13-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სეპარატისტების თანახმად, ცეცხლის ქვეშ მოყვა დონეცკი, გორლოვკა და შიროკინო.

XS
SM
MD
LG