Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გაზის გაიაფებას სთავაზობს უკრაინას


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინისათვის გაზი გაიაფდება 1000 კუბურ მეტრში 247 დოლარამდე. მედვედევმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან და ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვიკოვთან 29 ივნისს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე. მისი განმარტებით, გაზი 40 დოლარით გაიაფდება გლობალურ ბაზარზე ენერგიის გაიაფებასთან დაკავშირებით. ამასთან მედვედევმა გაზის ფასი, რომელსაც მოსკოვი უკრაინისაგან მოითხოვს, შეადარა მეზობელი ქვეყნებისთვის, მაგალითად, პოლლონეთისათვის განსაზღვრულ ფასს. როგორც მედვედევმა აღნიშნა, ფასის შემცირება მოჰყვა კიევის შესაბამისი თხოვნას. „ჩვენ ურთიერთობაში სირთულეების მიუხედავად, მზად ვართ, დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს“, განაცხადა მევედევმა. რუსეთი და უკრაინა 30 ივნისს ბრიუსელში გამართავენ მოლაპარაკების მორიგ რაუნდს ევროკავშირის შუამავლობით.

XS
SM
MD
LG